16-03-2021
ჩვენ მიღებული გვაქვს ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოდან, საქართველოს სურს, რომ გაფართოვდეს ჩვენი თანამშრომლობის არეალი და მზად ვართ ამისთვის,- ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაცხადი გააკეთოს ევროკავშიორის წევრობაზე 2024 წელს.
„ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან აღმოსავლეთ სამეზობლოში, რომელსაც უფრო მეტის გაკეთება სურს ჩვენთან ერთად. მეორე მხრივ უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე იძლევა შესაძლებლობას ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ჩვენი რჩევა იქნება, რომ უპირველეს ყოვლისა გამოვიყენოთ ყველა არსებული ინსტრუმენტი და შესაძლებლობა, რაც არსებობს ამ ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში, რაც ხელმოწერილია საქართველოსთან და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანამ მიიღო, რომ განაცხადი გააკეთოს ევროკავშიორის წევრობაზე 2024 წელს, ჩვენი წევრი სახელმწიფოების კოლექტიური გადაწყვეტილება იქნება ამ განაცხადის გათვალისწინება და შემდგომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება ,"- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.