გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩვენ რომელიმე ოპოზიციონერს ვეხვეწებით, პარლამენტში შემოვიდეს

16-03-2021

„ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩვენ რომელიმე ოპოზიციონერს ვეხვეწებით, რომ პარლამენტში შემოვიდეს - ჩვენ პატივს ვცემთ იმ მოქალაქეებს, ვინც განსხვავებული არჩევანი გააკეთა და გვსურს მათი ხმა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. ეს პარლამენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, საკონსტიტუციო ინსტიტუტი, რომელიც ხალხს ემსახურება და ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მის დაკნინებას ისახავს მიზნად, არის ანტიკონსტიტუციური და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში.

არჩილ თალაკვაძის თქმით, "ოპოზიციის რადიკალური ფრთა განსაკუთრებით ცდილობდა, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ არჩევნები გაყალბდა, მერე კი უარი თქვეს ამის გადამოწმების ყველა მექანიზმზე. ოპოზიცია ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ „ქართული ოცნება" იქნება ერთადერთი პარტია პარლამენტში. ესეც ძალიან მოკლევადიანი ტყუილი აღმოჩნდა, რადგან ორი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უკვე შემოვიდა. დღეს, სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს პარლამენტი არის მრავალპარტიული და ის, რომ პარტიების ნაწილი რჩება ბოიკოტის რეჟიმში დროებითია და ანტიდემოკრატიულია", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930