გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელია საზოგადოებას არწმუნებდა, რომ კანონი და სახელმწიფო მისთვის არ არსებობს - მართლმსაჯულებამ მას შეახსენა, რომ სახელმწიფოც არსებობს და კანონიც

16-03-2021

„როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მონაწილეობს პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, შემდეგ გამომწვევად იხსნის მონიტორინგის სამაჯურს, თავს ესხმის ცესკო-ს სათავო ოფისს და არ იხდის გირაოს - სწორედ ეს არის პოლიტიკური მოტივაცია და პოლიტიკურად მოტივირებული დესტრუქციული მოქმედებები, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ისჯება კანონით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამის მაგალითები საზოგადოებამ ნახა ბოლო თვეების განმავლობაში სხვაგან, ბევრად უფრო განვითარებულ დემოკრატიებში.

„ნიკა მელიამ თავის მხარდამჭერებს უთხრა მე ვარ კანონზე მაღლა, სახელმწიფოზე მაღლა, რადგან ვარ პოლიტიკოსი. ის საზოგადოებას არწმუნებდა, რომ კანონი და სახელმწიფო მისთვის არ არსებობს - მართლმსაჯულებამ ნიკა მელიას შეახსენა, რომ სახელმწიფოც არსებობს და კანონიც", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930