გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ევროკავშირმა საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაში მხარდაჭერა აღგვითქვა

17-03-2021

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაზეც სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს, პირველ რიგში შავ ზღვაზე საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საბჭოზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ რამდენად მაღალ პროგრესს მიაღწია საქართველომ ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებლებების შესრულებაში.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, გაიმართა ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენ მოხსენებებით წარვდექით. ჩვენ დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაშიც სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს. პირველ რიგში, ეს არის ფიზიკური კავშირ-ურთიერთობების განვითარება შავ ზღვაზე, რაც დაგვაკავშირებს ჩვენს ევროპულ სახელმწიფოებთან. კონკრეტულად საუბარია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლის მეტად განვითარებაზე საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს არის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება იმ ფონზე, როცა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა ძალიან სწრაფად ვითარდება.

„ევროკავშირი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. თუმცა, სატრანსპორტო მიმოსვლა ჩვენს პორტებს შორის არ არის რეგულარული და არ შეესაბამება იმ დინამიკას და იმ ტემპს, რაც ჩვენ გვჭირდება. ევროკავშირმა აღგვითქვა ამაში დახმარება, მათ შორის შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებაში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930