გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირის საბჭო ბრიუსელში გამართულ ასოცირების საბჭოს სხდომას „ტვიტერში" ეხმაურება

17-03-2021

ევროკავშირის საბჭო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

„დღეს გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს საბჭოს სხდომა, რომელზეც განხილული იყო შემდეგი საკითხები: ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები; პოლიტიკური მედიაცია; მართლმსაჯულება და უსაფრთხოება; ეკონომიკა და ვაჭრობა,"- აღნიშნულია „ტვიტში".

ევროკავშირის საბჭო „ტვიტს" თან ურთავს ვიდეორგოლს სხდომის ძირითად შედეგებთან დაკავშირებით.

„ბრიუსელში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის თავმჯდომარეობით, გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. კომისიას წარმოადგენდა კომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი. მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმების, ასევე, პოლიტიკური ასოცირების, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხები. ასევე, განხილული იყო ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა,"- აღნიშნულია ვიდეორგოლში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930