გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის დაბებში და სოფლებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო

17-03-2021

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 30 000 პირი ისარგებლებს.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ,,აჭარის წყლის ალიანსის" ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების პროგრამის მიმდინარეობას.

წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 6000- მდე ოჯახი ისარგებლებს. პროგრამა გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება და ბიუჯეტი 59,5 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, კურორტ გოდერძიზე, პირველად მოეწყობა წყალმომარაგების თანამედროვე სისტემა.

პროგრამის მიზანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვა, საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ზრდა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს დაცვა და წყლის რესურსების შენარჩუნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31