17-03-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, ბრიუსელში, ნატოს სათავო ოფისში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შავი ზღვის უსაფრთხოების როლი განიხილეს.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. კომისიის სხდომაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა.