19-03-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თავხელიძის, თოფურიას, ცინცაძის, თამარაშვილის, ქავთარაძის, აფაქიძის და კვერნაძის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვარკეთილი- 3 I მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, სამგორის, ბერიძის, გუჯეჯიანის, შიუკაშვილის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
12:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ვაშლიჯვრის დასახლების და ონიაშვილის ქუჩის მოსახლეობა, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობა,
11:00 საათიდან 17:00 საათამდე წყნეთის გზატკეცილის და აბაშიძის ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი გლდანი I მიკრორაიონის, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ლაზოს, შუშის, მონასტრის, ტაძრის, ჭედიას, წერეთლის, სარაჯიშვილის, წყალსადენის და კუპატაძის ქუჩების მოსახლეობა.