20-03-2021
რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის, თიკა კანდელაკის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ "კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ინტერვიუში
გააკეთა, პუტინთან ულტიმატუმის ენით არავინ საუბრობს და ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, საქართველოც დიალოგის ინიციატორი უნდა იყოს.
"ვლადიმერ პუტინთან ულტიმატუმით ლაპარაკი არ გამოდგება. საქართველოს ხელისუფლება დიალოგის ინიციატორი უნდა იყოს. ხოლო იმის თავიდათავი, რომ ტერიტორიების 20 პროცენტი დაიკარგა, მიხეილ სააკაშვილია.
ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გადავირიე, როცა თავი დავით აღმაშენებელს შეადარა. გამეცინა და ვუთხარი, მართალია თქვენი წარმოდგენით აღმაშენებელთან ასოცირდებით, მაგრამ ისტორიაში შეხვალთ ლიდერად, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიები დაკარგა-მეთქი" - განაცხადა თიკა კანდელაკმა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით