გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
მიხეილ სააკაშვილი: ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ღარიბაშვილს, რომ არ დამიჭირონ; ამერიკელებმა თქვეს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან და ჩემი დაჭერა ამ მთავრობას ძვირად დაუჯდება

23-03-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველო თანამდებობასთან ერთად დატოვა, 2014 წლის გაზაფხულზე აცხადებდა, რომ ის დაჭერას ამერიკელებმა გადაარჩინეს, ხოლო ევროკავშირი მისი დაკავების შემთხვევაში ასოცირების ხელშეკრულებით დაგვემუქრა:


"გახსოვთ, თავიდან თქვეს, თუ დაკითხვაზე არ გამოცხადდება ახლავე დავაკავებთო და მერე ორ დღეში თავიანთი სიტყვები უკან წაიღეს.


თქვენ გგონიათ უცებ სინდისმა შეაწუხათ და თვალები გაუნათდათ? არა! ამერიკის ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს. ელჩი მოვიდა დაწერილი წერილით ამკერიკიდან და უთხრა, თქვენ ეტყობა ვერაფერი ვერ გაიგეთო.


ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს.


ამერიკელებმა უთხრეს, ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებულები და ეს ამ მთავრობას ძვირად დაუჯდებაო.


მეტიც, უთხრეს, პირადად ივანიშვილს დავუწესებთ სანქციებს, მის ანგარიშებს დავაყადაღებთ, მის ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ გადაადგილდება და პრობლემები ექნებაო.


ამასთან, ევროკავშირმა მოამზადა განცხადება, რომ ასოცირების ხელშეკრულება სულ არ იქნება ავტომატური, თუ ეს საქმე გაგრძელდებაო" - აცხადებდა სააკაშვილი.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930