გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ახალი საქართველო" დიმიტრი ქუმსიშვილს კორუფციის ხელშეწყობაში სდებს ბრალს

30-04-2018

პარტია „ახალი საქართველოს“ დამფუძნებლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „არემჯი გოლდის“ მიერ დმანისში ქარხნის უკანონოდ აშენებასთან დაკავშირებით საქმეს პირადად უწყობს ხელს.
ამის შესახებ ვაშაძემ დმანისის გადარჩენის ფონდში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„1 თვის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ აუქციონში, რის შემდეგაც დოკუმენტურად დავადასტურეთ ყველა ის ტოტალური უკანონობა, რომელიც პირადად ქუმსიშვილის ხელდასმით ხდება დმანისისა და ბოლნისის რაიონში „არემჯი გოლდის“ მხრიდან.
მე ხელთ მაქვს დოკუმეტი, რომლითაც სოფელი დიდი დმანისის მოსახლეობამ უარი უთხრა „არემჯი გოლდს“ ქარხნის აშენებაზე იმ ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფოს ეკუთხვნის, თუმცა ამ კომპანიამ პირადად ქუმსიშვილის ხელის დაფარებით მაინც ააშენა ქარხანა და მისი მართვის პუნქტი მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენ აუქციონზე მოვიგეთ.
ჩვენ დღეს კანონით დადგენილი ვადის შესაბამისად მივმართავთ ქუმსიშვილსა და ეკონომიკის სამინისტროს, დავიწყოთ მოსალაპარაკება ხელშეკრულების გაფორმებაზე. მეორე, მოვითხოვთ, დაუყოვნებლი გამოიყოს იურიდიული ჯგუგი, რომელთანაც ის ტოტალური უკანონობა, რომელიც დავადასტურეთ დოკუმენტებით, იქნება გავლილი.
სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი ასეთი აქტიური მოქმედებისა, „არემჯი გოლდი“ მთელ ამ რეგიონში აგრძელებს ტოტალურ უსამართლობას.
მოვითხოვთ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ დანაშაულებზე, რომელიც დმანისის რაიონში ხდება“- განაცხადა ვაშაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031