გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა თანამშრომლებს „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

29-03-2021

სსსტც „დელტას“ დღეიდან ზურაბ ჯაველიძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი თანამშრომლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ წარუდგინა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებულ და დაწყებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მალე „დელტაში“ რამდენიმე საერთაშორისო ერთობლივი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას.

უკვე ყოფილ თანამშრომლებს მიესალმა ზურაბ აზარაშვილიც, რომელიც „დელტას“ ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. მან თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი, გუნდთან ერთად დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულება უსურვა.

ზურაბ ჯაველიძე პროფესიით ენერგეტიკოსი და საბანკო საქმის სპეციალისტია. „დელტას“ ხელმძღვანელად დანიშვნამდე მას შპს „კავკასენერგოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, სხვადასხვა დროს მუშაობდა სს „საქენერგორემონტსა“ და სს „ენერგომონტაჟრემონტში“ ხელმძღვანელ პოზიციებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031