გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში მასშტაბური სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები განეტირალდა

30-04-2018

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენებით 1500 კმ2 მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რისთვისაც სისტემამ 270 მდე რაკეტა გაისროლა.


რეგიონში დღის მეორე ნახევარში ფრონტალური ღრუბლის მასები ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებიდან შემოვიდა, რასაც დაემატა ადგილობრივად ჩამოყალიბებული შიდამასიური ნალექის მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 20 მმ იყო.
29 აპრილის 19:00 საათიდან 23:00 საათმდე ახმეტის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის და დედოფლის წყაროს რაიონებში სეტყვასაშიში ნალექის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.


აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ექვსივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.


„სეტყვასაწინააღმდეგო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მუდმივად ახორციელებს კახეთის რეგიონის თავზე მიმდინარე ატმოსფერულ პროცესებზე დაკვირვებას“-აცხადებენ სისტემის მენეჯმენტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031