31-03-2021
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მარტის თვის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
თათბირს ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი და რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრეებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე მიულოცეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ღვაწლის შესახებ ისაუბრეს, ასევე გაიხსენეს 1991 წელი, როდესაც ზვიად გამსახურდიას ძალისხმევით მიწისძვრით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტში აღმშენებლობა დაიწყო და სასოწარკვეთილ ადგილობრივ მოსახლეობას იმედი ჩაუსახა.
შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ინდივიდუალურად განიხილეს თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტები და დაფინანსების საკითხები ონის მუნიციპალიტეტში, ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგოდ ნებაყოფლობით ვაქცინაციაცისთან დაკავშირებით, წარმომადგენლებს განემარტა რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.