1-04-2021
გვახსოვს, ალბათ, სააკაშვილმა სამჯერ "დაამარცხა" რუსეთი და მთელი ქვეყანა აზეიმა... ამათ უტიფრობას უკვე საზღვარი აღარ აქვს - ამის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.
"როდესაც ნაციონალები ადამიანის უფლებებზე ლაპარაკს დაიწყებენ, ეს იგივეა, სერგო ორჯონიკიძე ავიდეს ტაბახმელაში და გმირების მემორიალთან თავისი მოთხოვნები წამოაყენოს!
სერგო ორჯონიკიძე და ლავრენტი ბერია დროში რეკონსტრუირებული მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან!
როგორც ლენინს არ იღებს მიწა, ისე ნაცმოძრაობას არ იღებს რუსთაველის გამზირი" - განაცხადა მაღრაძემ.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge-ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით