გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: სერგი კაპანაძის განცხადება დანაშაულის დაბრალებაა

7-04-2021

„სერგი კაპანაძის გუშინდელი განცხადება, ეს არის დანაშაულის დაბრალება. საქართველოს ეს განცხადება როგორ დახვდება ჰააგის სასამართლოში, არავინ იცის“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა მსგავსი განცხადებების არსებობდა ნაცმოძრაობის წევრის მიერ გაკეთებული, რაზეც იუსტიციის სამინისტროს ძალიან ბერვი მუშაობა დასჭირდა რომ ამის გაბათილება მოეხდინა.

„რამდენი ბრძოლა მოგვიწევს ჰააგის სასამართლოში იმ რეზოლუციის წინააღმდეგ რაზეც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა ხელი. უნდა ვიზრუნოთ, რომ მართლა მოღალატური განცხადებები არ აკეთონ. მართალია თავს იმართლებენ, რომ ხელი იმიტომ მოაწერეს, რომ ამის სანაცვლოდ რუსეთმა ოკუპაცია აღიარა. სინამდვილეში ხელის მოწერა სულ არ იყო საჭირო და ხმები საკმარისი იყო რეზოლუციის მისაღებად. ხელს აწერ, რომ საქართველო იყო ომის დამწყები?! ეს არის ღალატი. რა განცხადებაც მან გააკეთა ეს არის ტყუილი და ეს დამტკიცებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. ესეც დასამტკიცებელი გაგვიხდება ნაც მოძრაობის ადრე გაკეთებული განცხადებების გამო“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930