გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც, 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა

16-04-2021

„საქართველო არის მეხილეობის ტრადიციული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი. ჩვენი მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას შევუწყოთ ხელი. ჩვენი პოლიტიკა ამას ემსახურება. საქართველოს გააჩნია გლობალური პოზიციების დაკავების დიდი შანსი და რამდენიმე წელიწადში ამ პოზიციებს დავიკავებთ.

ტენდენციები უკვე სახეზეა. მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც, 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა; ამ მიმართულებით დადებითია სავაჭრო ბალანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია ექსპორტირებული უფრო მეტია, ვიდრე იმპორტირებული. ეს დადებითი ტენდენცია, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს სოფლის მეურნეობაში, გაგრძელდება. 2020 წელი იყო ძალიან წარმატებული; 2021-ში ჩვენ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უნდა გვქონდეს გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეს საქსტატმა 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში დადებით ტენდენციებს ასახავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930