გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
გუბაზ სანიკიძე: ხალხო, რით ვერ გაიზარდეთ, რაღაცას მიხვდით რა... ცხრა წელია ოპოზიციაც და ხელისუფლებაც სააკაშვილის მოტეხვას "ჩალიჩობს"

21-04-2021

ყოფილი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ მიხელი სააკაშვილმა საქართველოში პოლიტიკური პროცესი გადაარჩინა.


ამის შესახებ სანიკიძემ ტელეკომპანია "კავკასია"-ს ეთერში განაცხადა:


"ერთი კაცი ვერ ვნახე, ვისაც რამეს გავაგებინებ. გადის მერე დრო და ამბობენ, მართალი ყოფილა კაცი, ეს გუბაზი. დიდი მადლობა, სულ არ მჭირდება ახლა მე გამართლება. იმ დროს მოვესწრო, ოდესმე, რომ ჩემი ნათქვამი არ გამართლდეს.


ეს არის შედეგი უთავბოლობის, თავმოუბმელობის, გამოგონილი ერთობის, გაყიდა დანარჩენმა ოპოზიციამ "ნაციონალური მოძრაობა"? არა მარტო გაყიდა, გაწირა კიდეც მარგინალიზაციისთვის და მერე რეპრესიებისთვის.


დღეს რატომ გიკვირთ, რომ სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა? სააკაშვილმა გამოიყვანა ვითარება მდგომარეობიდან. ცხრა წელია ოპოზიციაც და ხელისუფლებაც სააკაშვილის მოტეხვას "ჩალიჩობს".


სხვათა შორის მან თავისი პოლიტიკური ორგანიზაცია გადაარჩინა.


ვისაც ებრძოდა ეს ოპოზიცია ცხრა წელი, იმან გადაარჩინა დღეს ოპოზიცია და პოლიტიკური პროცესი - მიხეილ სააკაშვილმა გადაარჩინა.


რა ვერ გაიგეთ ხალხო, რა ვერ გაიზარდეთ, რაღაცას მიხვდით რა... ხდებოდა ნაცმოძრაობის მოტეხვა" - განაცხადა სანიკიძემ.


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ამჟამად ძებნაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მოუწოდა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერონ და პარლამენტში შევიდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930