გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გამორიცხულია წყენების გახსენება, როგორც ჩემი შვილებისთვის, ისე ვლოცულობ გიორგისთვის-თამრიკო ჭოხონელიძე

27-12-2017

27 წლის მსახიობს, გიორგი მახარაძეს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ის ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის.
ყოფილ სიძესთან დაკავშირებით თამრიკო ჭოხონელიძე კომენტარს აკეთებს:
"ასეთ დროს გამორიცხულია ძველი წყენების გახსენება. მარიამს არც ჰქონდა აგრესია... მან თავის დროზე ძალიან დიდი სიყვარულით შექმნა ოჯახი, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ამ დიდი სიყვარულის ნაყოფია – ელენე... ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ხაზის გადასმა და ამიტომაც მარიამი ძალიან დიდ პატივს სცემს იმას, რაც იყო... ჟურნალისტები როდესაც მაცდუნებელ შეკითხვებს უსვამენ, მარიამი ამაზე ძალიან ღიზიანდება. როგორც ელენეს მამას, გიორგის დიდ პატივს სცემს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც იყო, მისთვის ძვირფასია.
მთელი ჩვენი ოჯახი მორალურად გიორგის გვერდით ვართ. მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია მის მშობლებთან, მე და თეო (გიორგის დედა) ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ტელეფონით, ექიმებს ყველაფერს დეტალურად ვეკითხებით და ძალიან გვაიმედებენ... როგორც ჩემს შვილებზე ვლოცულობ, ისე ვლოცულობ გიორგიზე და მსურს კარგად იყოს" - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
წყარო: digest

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930