8-05-2018
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში შსს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე აღმოაჩინეს. 43 წლის ნუგზარ ბარიშვილს ჭრილობა, სავარაუდოდ, მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის ექსპერტიზაზე გორის პროზექტურაში გადაასვენეს.
ოჯახის წევრებმა მომხდარი მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ბაზაზე გარდაცვლილის დედა მივიდა. ის ამავე ბაზაზე მუშაობს.
შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციის კაპიტანს ჭრილობა იმ იარაღით აქვს მიყენებული, რომელიც მის სახელზეა აღრიცხული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.