გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: დღეს საერთაშორისო ტურისტი უსაფრთხო ქვეყნებს ეძებს და ჩვენ ამით რეგიონში გამორჩეული ვართ

31-05-2021

ხვალიდან უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შევა ძალაში - სახმელეთო საზღვრებით მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, საზღვრების გახსნა კონკრეტული უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება - ეს არის სრული ვაქცინაციის ცნობა ან ნეგატიური პისიარ ტესტი.

„ვფიქრობ, ეს არ შეაფერხებს ჩვენს საერთაშორისო ვიზიტორებს, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან შემომსვლელ სტუმრებს, ვინც ტრადიციულად სახმელეთო საზღვრიდან შემოდიოდა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სასიხარულია, რომ ბოლო დღეებში განთავსების ობიექტების დატვირთვიანობა გაიზარდა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გაიცნო მსოფლიომ როგორც სტუმართმოყვარე და ახლა უკვე როგორც უსაფრთხო ქვეყანა. დღეს საერთაშორისო ტურისტი ეძებს უსაფრთხო ქვეყნებს და ჩვენ ამით გამორჩეული ვართ რეგიონში. შესაბამისად, ვაქცინაციის ტემპიც და პროტოკოლების შესრულების დონეც საკმარისია, თუმცა რა თქმა უნდა, გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება და ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ველოდებით, რომ ტურიზმის აღდგენა მაღალ დონეზე იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930