გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: “ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების მოგვარებას ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების გარეშეც შევძლებდით

9-05-2018

“ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აქვს სხვა მიზანი, ბევრად უფრო ამბიციური და მაღალი მიზანი - ეს არის საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბება ევროპული ტიპის გაერთიანებად”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.


პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება არ იყო იმ მასშტაბის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ესაჭიროებოდა, თუმცა, ამ ფაქტორმა არსებული სირთულეების მოგვარება გაამარტივა.


„მიზეზი იყო გაცხადებული და ეს მიზეზი ითქვა ჩვენი მხრიდან. ის, რომ ჩვენ გვინდა პარტია გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი მანამდეც, პარტიულ კონფერენციებზე როდესაც დავდიოდით რეგიონებში. დღემდე ჩვენ გვქონდა განვითარების ძალიან სერიოზული ეტაპი, ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამ განვითარების შედეგი იყო სწორედ ის, რომ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან სერიოზულ გამარჯვებას როგორც საპარლამენტო ასევე მუნიციპალურ არჩევნებში. არსებითად არის გაძლიერებული პარტია, როგორც ორგანიზაცია. თუმცა, ჩვენ გვინდა გადავიდეთ განვითარების აბსოლუტურად სხვა ეტაპზე, გვინდა დავიწყოთ რეფორმის მეორე ტალღა, რომლის საფუძველზეც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ჩვენი პარტია ჩამოყალიბდება, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ეს უნდა იყოს პარტია, რომელიც აქტიურია არ მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, საშტაბო პერიოდში, არამედ, არის აქტიური არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც და რომელიც მუდმივად არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმვაში და პოლიტიკური პროცესების მართვაში.


იმ ამოცანის შესრულებას, რაზეც მე მქონდა საუბარი, საუკეთესოდ შეძლებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი მისი რესურსით. ეს არის მთავარი მიზეზი მისი დაბრუნების პოლიტიკურ პარტიაში, პარტიის თავმჯდომარის რანგში. რაცშეეხება დაპირისპირებას. ჩვენ ამაზე გავაკეთეთ არაერთი განცხადება. ეს არ იყო იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომელსაც ესაჭიროებოდა აუცილებლად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. თუმცა აქაც ბატონი ბიძინას ფაქტორმა გარკვეული როლი შეასრულა. ამან გაამარტივა იმ სირთულეების მოგვარება, რომელიც იყო პოლიტიკურ პარტიაში, „ქართულ ოცნებაში“, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ იყო აუცილებელი ამისათვის,ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. ამას შევძლებდით ჩვენც.
ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აქვს სხვა მიზანი, ბევრად უფრო ამბიციური და მაღალი მიზანი, ეს არის საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბება ევროპული ტიპის გაერთიანებად.


ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ დროისათვის, როდესაც ის გაცხადდა, ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი. იმ დროისათვის მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გახდა ეს გადაწყვეტილება ცნობილისაზოგადოებისათვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაშვებულ იქნა გარკვეული შეცდომები და ამას საზოგადოება თავად ადევნებდა თვალყურს, თუმცა, მისივე თქმით, ახლა ამ ყველაფრის შეფასება მისი მხრიდან არასწორი იქნება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის შიგნით ურთიერთობების დალაგება შიდა პარტიული კონსულტაციების საფუძველზე მოხდება.


„იყო გარკვეული შეცდომები დაშვებული, იყო არასწორი განცხადებები, გაკეთებული. ამას საზოგადოება თვითონ ადევნებდა თვალყურს. ახლა ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ამ ყველაფრის შეფასება, გამომდინარე იქედან, რომჩვენი ამოცანაა გავიხედოთ წინ და დავალაგოთ ურთიერთობები პარტიის შიგნით და ამას ჩვენ გავაკეთებთ შიდა პარტიული კონსულტაციების საფუძველზე. და ძალიან მარტივად გადაწყდება ის მცირე სირთულეები და პრობლემები, რომელიც იყო პარტიაში და უმრავლესობაში”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს „ქართულ ოცნებაში“ არსებობს ერთი გუნდი და ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზეც და აღნიშნა, რომ შემადგენლობა გარკვეულ ლოგიკაზე იყო აგებული და ეს შემადგენლობა პარასკევს, პარტიის ყრილობაზე დამტკიცდება.


“დღეს “ქართულ ოცნებაში“ არსებობს ერთი გუნდი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, ბიძინა ივანიშვილი ხდება პარტიის თავმჯდომარე და შესაბამისად, და ისედაც, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია პარტიის შიგნით გუნდებად დაყოფა. როგორც კი პარტია გუნდებად იყოფა, მაშინვე იწყება პარტიის დასასრული, თუმცა ამ მასშტაბთან მიახლოებულიც კი არ იყო ის სირთულეები და უთანხმოება, რომელიც იყო საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით და პარტიის შიგნით. ეს ნამდვილად არ იყო ამ მასშტაბის. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო ნამდვილად სირთულეები და პრობლემები და ეს სააშკარაოზეც იყო გამოტანილი, საზოგადოება ამას თითონ აკვირდებოდა, თვითონ აკვირდებოდა იმ განცხადებებს, რომელიც კეთდებოდა. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა არსებითად არის აგებული ერთ კონკრეტულ პრინციპზე. პარლამენტის მხრიდან პოლიტსაბჭოში არიან წარმოდგენილი ძირითადი ლიდერები. ესენი არიან სპიკერატის წარმომადგენლები "ქართული ოცნებიდან". პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი,ფრაქციის თავმჯდომარე. ესენი არიან ძირითადი წარმომადგენლები საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა.
მთლიანობაში, იყო გარკვეულ ლოგიკაზე აგებული პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და ამ ლოგიკით დამტკიცდება უკვე შემადგენლობა პარასკევს პარტიის ყრილობაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031