9-05-2018
მიხეილ სააკაშვილის მიერ ამსტერდამიდან სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ განცხადებებზე უკრაინის პრესაში ირონიული კომენტარები ქვეყნდება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი nsp.ge გთავაზობთ «КП в Украине»-ს მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ კომენტარს:
„საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად ნიდერლანდებში ისვენებს, გასაოცარი ახალი ამბავი გაავრცელა: იგი თურმე სამშობლოში დაბრუნებას აპირებს (უკვე მერამდენჯერ!), რათა ადგილობრივ „ფეოდალებს ბოლო მოუღოს“.
როგორც ამბობენ, მიხოს თავდაპირველად საქართველოში ე.წ. „მეფეებისა და მონარქების“ წინააღმდეგ ბრძოლა სურდა, მაგრამ მას უთხრეს - ნიდერლანდებში „ბნელი“ ხალხი ცხოვრობს, თან კიდევ არაა გამორიცხული, რომ ჰოლანდიის ხელმწიფემ შენი ნათქვამი სწორად ვერ გაიგოსო..."-წერს გაზეთი.