გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: წლის ბოლომდე დღგ-ის დაბრუნების მაჩვენებელი მილიარდ 700 მილიონ ლარს მიაღწევს

11-06-2021

წლის ბოლომდე დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მაჩვენებელი მიაღწევს მილიარდ 700 მილიონ ლარს, რაც 1 მილიარდით მეტია იმაზე, რაც იქნებოდა ძველი სისტემის შემთხვევაში - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში, ბიზნესის მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღგ-ის დაბრუნების სისტემის ჯერ გამარტივება, ხოლო შემდგომ სრულად ავტომატურ რეჟიმში გადასვლა.

„გასულ წელს, ჩვენ მილიარდზე მეტი ლარი დავუბრუნეთ კომპანიებს, მათ შორის 400 მილიონ ლარამდე დამატებითი თანხის დაბრუნება სწორედ პანდემიის საპასუხოდ განხორციელდა. გასული წლის ნოემბრიდან დღგ-ის დაბრუნება სრულად ავტომატურ რეჟიმში გადავიდა, რის შედეგადაც, მიმდინარე წლის 5 თვეში, თითქმის გაორმაგებული გვაქვს დაბრუნების მაჩვენებელი, რომელმაც 750 მილიონ ლარს გადააჭარბა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული თანხების დაბრუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი იყო და იქნება ეკონომიკის აღდგენის პროცესში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დღგ-ის დაბრუნებას მზარდი ტენდენცია ჰქონდა, გასულ წელს ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშნველოვანი იყო. ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, მყისიერად ჰქონოდათ წვდომა იმ რესურსებზე, რომლის დაბრუნებაც წინა წლებში ხანგრძლივ პროცედურებთან იყო დაკავშირებული და რეალურად, კერძო სექტორისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენდა.

მისი განმარტებით, დღგ-ის ზედმეტობის დაგროვება, ძირითადად, ხორციელდება ექსპორტიორ, ან ისეთ კომპანიებში, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ. პანდემიურ პერიოდში მსგავსი კომპანიებისთვის ფინანსებზე სწრაფი წვდომა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930