გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკოს უცხოელი ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

12-06-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრა და იუნესკოს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერის სრულფასოვნად შესასწავლად ინტერიერში, ხოლო სახურავის შესასწავლად - გარე პერიმეტრზე, ხარაჩოები აღიმართა, რათა უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალება მიეცეთ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგად, მალე საქართველოს იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა. იუნესკოს ექსპერტები გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. იმავე მიდგომით მოხდება კედლის ფერწერის დაზიანებული ნაწილების შესწავლა და ზიანის გამოსწორების მიზნით სამოქმედო გეგმის დასახვა.

სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის შემდგომი სამოქმედო გეგმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, მომდინარე წლის აპრილიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. სამინისტროსთან შეიქმნა არქიტექტორ-რესტავრატორთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს. პარალელურად შეიქმნა კედლის მხატვრობის რესტავრატორთა ჯგუფი დაზიანებული ფერწერის შესანარჩუნებლად.

სამინისტროსა და არქიტექტორ-რესტავრატორების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაევალა და სააგენტომ სამუშაო ჯგუფს მიაწოდა გელათის ძირითადი ტაძრის გადახურვის 2008 წელს შედგენილი პროექტი და შემდეგ წლებში ჩატარებული სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია. ამ მასალიდან სამინისტროსა და არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ შედგა იმ დოკუმენტების ნუსხა, რომელიც წინასწარი შესწავლისთვის იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფს გაეგზავნა.

ამასთან, მიმდინარე წლის 8 აპრილს არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფმა ძირითადი ტაძრის სახურავის ერთ-ერთ მონაკვეთზე წითელი მოჭიქული კრამიტის ნიმუშები აიღო ექსპერტიზაზე გადაგზავნის მიზნით, ვინაიდან, როგორც სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, ე.წ. წითელი კრამიტის სახურავზე დაგებამდე მას სამხარაულის ექსპერტიზა არ ჩატარებია. ე.წ. წითელ კრამიტზე ექსპერტიზის პასუხი და 2008-2020 წლების დოკუმენტების კვლევა აუცილებელია უცხოელ ექსპერტთა ვიზიტის სათანადოდ მოსამზადებლად.

გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარე წლის 25 მაისს ხელოვნებათმცოდნეებსა და კედლის მხატვრობის რესტავრატორებთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლამდე, ასევე სახურავის გამოცვლამდე (რაც ხანგრძლივი პროცესია) დაზიანებული ფრესკების შესანარჩუნებლად უნდა ჩატარდეს ნალესობისა და ფერწერის ფენის კვლევა; კვლევის პარალელურად, ქართველი პროფესიონალი რესტავრატორების მეშვეობით, რეგულარულად განხორციელდეს დაზიანებული ფრესკებიდან გამომარილების პროცესის შედეგად წარმოქმნილი მარილის მოხსნა იმ ადგილებში, სადაც ეს ფერწერის დაზიანების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია; ასევე განხორციელდეს დაზიანებული ფერწერული ფენიდან ქიმების ნალესობის მოხსნა იმ შემთხვევებში, როცა ამგვარი ნალესობა დაზიანებული

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930