გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16-06-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა სოფელი წავკისის და სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას, დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავის, ლესელიძის, მექანიზაციის და მოლითის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას მაყაშვილის, და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიირებს ელექტროენერგიას ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, ბუგეულის, კლდეკარის, ზღვისუბნის და ბეშენოვის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე ერისთავის და ჭყონდილელის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ვირთაგავას, მიქატაძის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930