გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარკ ბერეტი: არ გვაინტერესებს ვინ იქნება "რუსთავი 2"-ის მფლობელი

13-05-2018

"ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორის, მარკ ბერეტის განცხადებით, ტელეკომანია „რუსთავი-2“-მა დაარსების დღიდან ქართულ მედიაში დიდი როლი შეასრულა.


როგორც ბერეტმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, "რუსთავი 2" ყოველთვის იყო ისეთი მედიასაშუალება, რომელსაც ხალხი უსმენდა.


"ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იმაში, თუ კონკრეტულად ვინ ფლობს "რუსთავი 2"-ს. ჩვენ ვიცით, რომ მან წინა მთავრობის დროს მმართველები რამდენჯერმე შეიცვალა. ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ იქნება მისი მფლობელი, მაგრამ ჩვენ გვაღელვებს პროცესი, რომელშიც მისი მფლობელობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.


კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ მოუსმინა ევროპის სასამართლოს. მაგრამ გასათვალისწინებელია თავად ფაქტი, რომ ევრო-სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო"-განაცხადა ბერეტმა.


P.S. ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031