გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სერგეენკო: არის თემები, რომლებიც არ შეიძლება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოთ

22-06-2021

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო პლენარულ სხდომაზე იმ კოლეგებს გამოეხმაურა, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ვაქცინაციის შეფერხების თაობაზე გამოთქვეს მოსაზრებები. ვიცესპიკერმა განმარტა, რომ ერთ-ერთ კლინიკაში მართლაც იყო შეფერხება.

„არ არის ეს შეღავათი, მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ, 2541 ადამიანს, ვისაც ხარვეზი შეექმნა განმეორებით ვაქცინაციაზე, გააგებინეს წინასწარ და მათი ჯავშანი გადავიდა დღევანდელ და ხვალინდელ დღეებზე. გუშინ გამოვიდა მინისტრი და ბოდიში მოიხადა ამის შესახებ, დღეს გამოვიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი და ძალიან დეტალური ინსტრუქცია - მოხსენება გააკეთა ამის თაობაზე. ეს ომია, საუკუნეში ერთხელ ხდება ასეთი რამე და გთხოვთ, რომ დაანებეთ თავი ამ საკითხის პოლიტიზირებას,"-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ობიექტური სურათის დასანახად, მან კოლეგებს ერთი დღე-ღამით კლინიკაში ან ლოჯისტიკის სამსახურის სადისპეჩეროებში მორიგეობა შესთავაზა. „გულწრფელად მჯერა, რომ იქ გატარებული ნახევარი დღის მერე სხვა თვალით დაინახავთ ამ ყველაფერს და მნიშვნელოვნად შეგეცვლებათ შეხედულება".

ვაქცინაციის შემდგომი გეგმის შესახებ დავით სერგეენკო პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანა ინტენსიური ვაქცინაციის ეტაპზე გადადის.

„როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ვაქცინის 1 მილიონ დოზას ველოდებით და ივლისის განმავლობაში ჯამურად 3 მლნ 200 ათას დოზა შემოვა. ეს მართლა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ნელა მიმდინარე პროცესი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაჩქარდეს და მაქსიმალურად შევძლოთ ამ შეზღუდვების ბოლომდე მოხსნა, და რაც მთავარია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა.

გავიმეორებ, რომ არის თემები, რომლებიც არ შეიძლება გამოიყენოთ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930