გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევები გაიზარდა, ამიტომ შსს იძულებული იყო განეხორციელებინა ეს ნაბიჯები

14-05-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკორელიზაციასთან დაკავშრებით დასაბუთებული ეჭვი აქვს, მისი უწყების მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს.
მისივე თქმით, ბოლო ორ კვირაში ღამის კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციების შემთხვევები გაიზარდა.
ამის შესახებ გახარიამ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი - ყველას ერთობლივი პრობლემა. მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული, დადასტურებული ეჭვი ნარკორელიზაციასთან დაკავშირებით ვერავინ  შეზღუდავს უწყების მოქმედების არეალს. 
ამის შემდეგ, როგორც გუშინ აღვიშნე, რა თქმა უდნა, ჩვენ ვართ მზად, განვიხილოთ ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს, განსაკუთრებით პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით და დავპირდით ჩვენს სტუმრებს, რომ დეტალურად განვიხალავთ მათთან ერთად იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები.
ამავდროულად, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი ასეთი შემთხევვა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არაა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული 6 შემთხვევა, სხვადასხვა შემთხვევა, 20 გადაღებულია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის. 
შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების არეალიდან 112-ში გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ შიანაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იყო  ეს ნაბიჯები განეხორციელებინა“- განაცხადა გახარიამ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031