გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

14-05-2018

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია ჩინური კომპანია „Emeishan Gongping Environmental Technology“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, ოთარ დანელიას კომპანიის დამფუძნებლებმა საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტი გააცნეს.

პროექტის მიხედვით, საწარმოს მშენებლობა მხარდაჭერის შემთხვევაში უახლოეს პერიოდში იგეგმება.

კომპანია პირველ ეტაპზე 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას და ასევე, მეორე ფაზაზე დასავლეთ საქართველოში ანალოგიური გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. წარმოების სრული ციკლის ანალოგი რეგიონში არ არის.

ორმხრივ შეხვედრას, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ინ ჩენგი, თანადამფუძნებლები - ვანგ დელიანგი და ლი პო ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031