გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

14-05-2018

თბილისის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვაზისუბნის II და IIა მიკრორაიონების, რუსთავის გზატკეცილის, კოჯრის ახალი გზატკეცილის, მარო მაყაშვილის ჩიხის, სოფელ ფონიჭალის, გლდანის მასივის V, VI, VII მიკრორაიონების, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, კავსაძის, ხიზანიშვილის, სადგურის, ვაგზლის, ნიშნიანიძის, გორგასლის (ნაწილობრივ), მარნეულის, აფაქიძის, უზნაძის, ალექსიძის, კვერნაძის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონების, ბესარიონ ჟღენტის, პაბლო პიკასოს, შალვა ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, ორხევის საწარმოო ზონის, ვაჟა ბანეთიშვილის, წუწუნავას, დავით კაკაბაძის, გოკიელის, სააკაძის, თენგიზ ჩანტლაძის, ესენინის, მუხაძის, მერაბ კოსტავას, ფიროსმანის, ახვლედიანის, აბზიანიძის, პეტრიწის და ამირანაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.


„თელასის“ ინფორმაციითვე, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის, 11 საათიდან 16 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის I შესახვევის, პეტრე ქავთარაძის, ნადირაძის და უნივერსიტეტის ქუჩების, 11 საათიდან 15 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის, 13:30 საათიდან 16 საათამდე გორგასლის ქუჩის, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031