7-07-2021
ჩვენ გვქონდა ძალიან მკაფიო განცხადებები. არ ვიცი ამაზე მკაფიო და მძაფრი განცხადება როგორ შეიძლება გაკეთდეს. ძალადობის მიმართ ჩვენი პოზიცია რჩება ასეთივე მკაფიო. ძალადობასა და აგრესიაზე, ამ ორი დღის განმავლობაში, საუბრობდნენ ის ძალები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში თესავენ აგრესიასა და ძალადობას, იდეოლოგიურ ძალადობას ჩვენს ქვეყანაში. მათ არავითარი უფლება არ აქვთ ისაუბრონ აგრესიასა და ძალადობაზე. ეს არის აგრესია საკუთარი ქვეყნის მიმართ, საკუთარი ქვეყნის ღირებულებების მიმართ, ეკლესიის მიმართ და ა.შ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
„ესენი არიან ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, რომლებიც მუდმივად აფრქვევენ აგრესიასა და ძალადობას. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში აგრესიის კერების გაღვივებას, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. ვინც უპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, ვინც უპირისპირდება ეკლესიას, ვინ უპირისპირდება რელიგიურ გრძნობებს, გარკვეულ დოგმებსა და შეხედულებებს, ბუნებრივია ისინი არიან აგრესორები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის აგრესია, რომელსაც ყველა უნდა დაუპირისპირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმშვიდე ამ საზოგადოებაში ვერ დაისადგურებს. ვიდრე ასეთი ძალები არიან აქტუალურები ჩვენს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მანამდე ქვეყანას არ ექნება სრული სიმშვიდე, აქედან გამომდინარე, საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას. ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.