გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას

7-07-2021

„საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ იმედის თოქშოუში „იმედის ფაქტორი“.

მისი თქმით, ვინც უპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას, რელიგიურ გრძნობებს, გარკვეულ დოგმებსა და შეხედულებებს, ისინი არიან აგრესორები ჩვენს ქვეყანაში.

„ესენი არიან ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, რომლებიც მუდმივად აფრქვევენ აგრესიასა და ძალადობას. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში აგრესიის კერების გაღვივებას, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. ვინც უპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, ვინც უპირისპირდება ეკლესიას, ვინ უპირისპირდება რელიგიურ გრძნობებს, გარკვეულ დოგმებსა და შეხედულებებს, ისინი არიან აგრესორები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის აგრესია, რომელსაც ყველა უნდა დაუპირისპირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმშვიდე ამ საზოგადოებაში ვერ დაისადგურებს. ვიდრე ასეთი ძალები არიან აქტუალურები ჩვენს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მანამდე ქვეყანას არ ექნება სრული სიმშვიდე, აქედან გამომდინარე, საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას. ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31