გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"ng.ru"(რუსეთი): უკავშირდება თუ არა "თბილისური მღელვარება " ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და იყო თუ არა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აქციის ორგანიზატორებთან კავშირში...

16-05-2018

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გადმოცემულია თბილისში ახალგაზრდების მიერ გამართული საპროტესტო აქციის პერიპეტიები, რომელშიც მონაწილეობა „ნარკოლეგალიზების მომხრე აქტივისტებმა მიიღეს“.


საინფორმაცი-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


სტატიაში ვრცლადაა აღწერილი საქართველოს დედაქალაქში 12-13 მაისს მიმდინარე მოვლენების გარემოებები, აქციაზე გაჟღერებული განცხადებები, ხელისუფლების მოქმედება და ა.შ. მასში აღნიშნულია, რომ მიტინგს ჰოლანდიიდან მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და მომენტი თავის სასარგებლოდ გამოიყენა: მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო და ხალხს დაპირდა - „ვაღიარებ, რომ შეცდომები დავუშვი, მაგრამ რომ ჩამოვალ, ყველაფერს გამოვასწორებო“.


ისმება კითხვა: ხომ არ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მიხეილ სააკაშვილის სურვილის წინააღმდეგ მიმართულ წინმსწრებ ნაბიჯს, მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაბრუნებისას დაუყონებლივ დაპატიმრება ემუქრება?


„ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტმა კომენტარისთვის პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიმართა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული პოლიტიკური ელიტა მიეჩვია იმას, რომ ქვეყანას რასაც უნდა, იმას უკეთებს და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია. ასე არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით ელიტას კომფორტი წაერთვა და მისი უკმაყოფილება იგრძნობა. არის თუ არა პირდაპირი კავშირი ახალგაზრდულ მღელვარებასა და ხელისუფლების ზედა ეშელონებში შექმნილ სიტუაციას შორის? მე არ განვავითარებდი „შეთქმულების თეორიას“, თუმცა შესაძლებელია, რომ საპროტესტო აქციის პროვოცირება რაღაც ძალებმა მოახდინეს - იმ ძალებმა, რომლებიც პარლამენტის წინ გამოდიოდნენ (ანუ ლიბერალებმაც და კონსერვატორებმაც), რომლებიც ხელისუფლებაში არსებული სხვადასხვა დაჯგუფებებთან არიან დაკავშირებულნი“, - უთხრა „ნეზავისიმაია გაზეტას“ გია ხუხაშვილმა. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯები პარტიის ლიდერობიდან აღმასრულებელი ხელისუფლებისაკენ ნაკლებად სავარაუდოა. „იგი პარტიაში დისციპლინას აღადგენს. როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, ხელისუფლების საქმიანობის კოორდინირებას მოახდენს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილისათვის პარტიაში დაბრუნება კომფორტული არ ყოფილა“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.


გია ხუხაშვილი შეეხო მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც: „ექს-პრეზიდენტი თავის ამპლუაშია - იგი ცდილობს მიეტმასნოს დაძაბულ სიტუაციას და თბილისური ამბები თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს, თუმცა მისი განცხადება დაბრუნებაზე მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი“.
----------
თბილისში გამართული საპროტესტო აქციის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა გაზეთ «Известия»-შიც სათაურით „დოზით აღმდგარნი: რატომ შეუბრუნდა ხელისუფლებას ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ანტისამთვარობო მიტინგად?“ (ავტორი - ნინო ხაჩიძე). წყარო: https://iz.ru/743037/nino-khachidze/vstali-v-dozu


ვიდეოსიუჟეტი გადაიცა რუსეთის ტელეარხ «Россия-24»-ის ეთერშიც, რომლის ტექსტური ვერსიის სათაური ასეთია: „ნარკოვაჭრობა საქართველოში: კანონიერი სანქციები და ინტერესთა შეჯახება“ (ავტორი - ანასტასია ეფიმოვა). მასში საუბრობენ: აქციის მონაწილე ანა სილაგაძე, რომელიც ნეგატიურად აფასებს ხელისუფლების ნაბიჯს ღამის კლუბების წინააღმდეგ; პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, რომლის თქმით, საქართველოში ნარკომანია უკვე ეპიდემიად იქცა, ბევრი ახალგაზრდაა დაღუპული; პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას აზრით, „როგორც ჩანს, საქართველოში პოსტსაბჭოთა პერიოდში ბევრი ახალგაზრდა მოექცა იმ პროპაგანდის გავლენის ქვეშ, რომლის ლეიტმოტივი შემდეგში გამოიხატება: „მორალი ანაქრონიზმია, ყველაფერი შეიძლება, რაც სიამოვნებას განიჭებს“; სანდრო ბრეგაძე, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერი: „ის, რაც თბილისში მოხდა, ამაზრზენია. ამიტომაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ პოლიტიკას, რომელსაც აქ უცხო სახელმწიფოები და უცხოური ძალები ახორციელებნ, ზოგჯერ კი საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებიც“ (წყარო: https://www.vesti.ru/doc.html?id=3017254#/video/).


ვრცელი ვიდეოსიუჟეტი გადაიცა ტელეარხ «Дождь»-ის ეთერშიც სათაურით „რევოლუცია საქართველოში. რას მიაღწიეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა?“ (ავტორი - მარია ბორზუნოვა) წყარო: https://tvrain.ru/teleshow/vechernee_shou/rejvoljutsija_v_gruzii-463680/).


სტატია გამოქვეყნდა აზერბაიჯანის გაზეთ «Каспiй»-შიც სათაურით „თეთრი ხმაური“ პარლამენტთან: შეურაცხყოფილმა ახალგაზრდებმა ტაიმ-აუტი აიღეს“ (ავტორი - რაუფ ტოფიკოღლუ). წყარო: http://www.kaspiy.az/pages/q.pdf


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930