გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს

7-07-2021

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი მიშელაძე, დასაქმების ონლაინ ფორუმის ფორმატში, ილიაუნის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა ახლადშექმნილი უწყების საქმიანობაზე, ხედვებზე, სტრუქტურაზე, სააგენტოს განვითარების სამომავლო გეგმებზე და დაინტერესებულ სტუდენტებს სააგენტოში ის პოზიციები გააცნო, სადაც ახალ თაობას მიეცემა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ახლადშექმნილი სააგენტოს საქმიანობაში 6-თვიანი სტაჟირების გზით.

სააგენტო ორიენტირებულია მიწის მართვის ევროპულ გამოცდილებაზე, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე ხედვებზე, მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე. უწყებამ დასახული ამოცანები მიზნობრივი პროგრამების საშუალებით უნდა განახორციელოს. ერთ-ერთი ასეთია ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა და მიმდინარე თვეში თელავის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროგრამა უკვე სტარტს აიღებს. უწყებისთვის მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების სპეციალისტების (GIS), სტატისტიკოსების, გეოდეზისტების, მიწათმომწყობებისა და სატყეო საქმის სპეციალისტების მოზიდვა. ეს ის სპეციალობებია, სადაც ახალკურსდამთავრებულებსა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სააგენტოსთან თანამშრომლობის სივრცე აქვთ.

„მისასალმებელია, რომ ახალგაზრდა კადრებს, საჯარო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ. ამ პრაქტიკით ისინი მეტს გაიგებენ ამა თუ იმ საჯარო უწყების შესახებ და თუ საკუთარ თავს ამ სამსახურებში დაინახავენ, მომავალი თანამშრომლობაც დაიგეგმება“, - განაცხადა გიორგი მიშელაძემ. შეხვედრის ბოლოს მან სტუდენტების კითხვებს უპასუხა. 6-თვიანი სტაჟირების თარიღი და პირობები დამატებით გამოცხადდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930