გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
უკრაინის ვიცე-პრემიერი: სააკაშვილი მზადაა ხელისუფლებისთვის ეშმაკსაც კი გაურიგდეს

28-12-2017

გავლენიანი ამერიკული გამოცემა «The Washington Times», საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინული მოღვაწეობის შესახებ, უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა კლიმპუშ-ცინცაძის სტატიას აქვეყნებს.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ წერილის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

საქართველო ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს - რომელსაც ამ ათი წლის წინათ ქება-დიდებას უძღვნიდნენ ეკონომიკის გარდაქმნისათვის - ძალიან მოსწონს საკუთარი თავისთვის „ძველი რევოლუციონერის“ სახელი, მაგრამ ეს ის მიზეზი არაა, რისთვისაც იგი ამ ოთხი წლის წინათ უკრაინაში მოიწვიეს - ანუ მას შემდეგ, რაც [მისი პარტია] საქართველოში გამართულ არჩევნებში დამარცხდა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოიყვანა, რომელიც მასთან ერთად უნივერსიტეტში სწავლობდა. პეტრო პოროშენკომ იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს თავშესაფარი სჭირდებოდა. რადგანაც მას რეფორმების გატარების გამოცდილება ჰქონდა, სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა - ოლქში, სადაც გარკვეული „წმენდა“ იყო ჩასატარებელი. იმ დროისთვის ისე ჩანდა, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი ამ ამოცანის შესასრულებლად თითქოსდა მზად იყო.

უკრაინის საზოგადოებას ძალიან მტკიცე იმედები ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ შევცდით: რეფორმატორის ნაცვლად რევოლუციონერი მივიღეთ. ჩვენ სასწაულმოქმედს ველოდით, მაგრამ მის ნაცვლად თურმე ჩვენ ვირუსი გავავრცელეთ, რომლითაც უკრაინის მთელი პოლიტიკური სისტემა დაავადდა. ეს ადამიანი ხელისუფლებას არის დახარბებული და მას მხოლოდ შელახული თავმოყვარეობა ამოძრავებს. მიხეილ სააკაშვილი ნგრევისთვისაა მოწოდებული, უკრაინა კი პოლიტიკურ რყევებს ვეღარ გაუძლებს. მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოლახა უკრაინის საზღვარი, ქვეყანაში შემოვიდა და მოსახლეობას მაიდნის მსგავსი რევოლუციისა და საზოგადოებრივი შენობების ხელში ჩასაგდებად მოუწოდა.

უკრაინა თავს უფლებას ვეღარ მისცემს კიდევ ერთი რევოლუცია მოაწყოს. უკრაინას რევოლუციები აღარ ჭირდება.

უკრაინას ხანგრძლივი ომი აქვს რუსეთთან, რომელმაც სამხედრო ძალის მეშვეობით უკანონოდ მიიტაცა ყირიმი და ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი. კრემლი სამხედრო მიზნით კვლავ აგრძელებს დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რათა უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დესტაბილიზება მოახდინოს და ხელი შეუშალოს რეფორმების გატარებას. მიხეილ სააკაშვილი კი, როგორც ჩანს, მზადაა ეშმაკსაც კი გაურიგდეს. ამას ადასტურებს მისი მცდელობა ფინანსური ინექცია მიეღო კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქისაგან. საქართველოს ექს-პრეზიდენტი პირდაპირ თამაშობს რუსეთის ხელით დაწყებულ თამაშს და ეს სამწუხარო სიმართლეა - ნებით თუ უნებლიედ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დანგრევის ინსტრუმენტად იქცა. იგი ამას, ალბათ, თვითონაც აცნობიერებს და ყველაფერს ხვდება, მაგრამ სულაც არ ადარდებს. მიხეილ სააკაშვილისათვის არანაირი ფასი არ აქვს, თუ როგორი [ნეგატიური] შედეგი მოჰყვება მის მოქმედებას. ერთადერთი, რაც მისთვის ძვირფასია, რაც მას აღელვებს, ესაა საკუთარი პერსონა.

2017 წლის უკრაინა 2003-2013 წლების საქართველო არაა, როცა მიხეილ სააკაშვილი იქ ქვეყნის მმართველი იყო. როგორც ჩანს, მას სასწაულების მოხდენა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ყველაფერს თვითონ აკონტროლებს. იგი ეფექტური რეფორმატორი საქართველოში იმიტომ იყო, რომ იმას აკეთებდა რაც სურდა, როგორც უნდოდა და როგორც მოსწონდა, თუმცა რა ფასად, ამას მნიშვნელობას არ ანიჭებდა. უკრაინა დღეს ასეთი ქვეყანა არაა და არც უნდა იყოს. ჩვენ ორი რევოლუცია უკვე მოვახდინეთ, რომ ავტორიტარული ხელისუფლება თავიდან მოგვეშორებინა. უკრაინას რომ ავტოკრატია სურდეს, რუსეთს დიდი ხნის წინ ჩავბარდებოდით.

დღეს უკრაინას სამი რამ ჭირდება: მშვიდობა აღმოსავლეთ ნაწილში [დონბასში], გარედან დახმარება და მტკიცე სოციალური თანხმობა ქვეყნის მთავრობასა და მოსახლეობას შორის. მიხეილ სააკაშვილის მოქმედება კი არცერთ ამ მიზანს არ პასუხობს. იგი აცხადებს, რომ კორუფციული ინსტიტუტებს ებრძვის, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. იგი ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ხელისუფლებისადმი. იგი უსამართლოდ და უსაფუძვლოდ აკრიტიკებს ყველაფერს. მიხეილ სააკაშვილს უპასუხისმგებლო პიროვნებაა, მას საკუთარი თავი დაუსჯელად მიაჩნია. იგი იმ სპილოს ჰგავს, რომელიც ჭურჭლის მაღაზიაში შევარდა და ჭურჭლის დამსხვრევის გარდა, მრავალი მილიონი უკრაინელის ცხოვრებასაც ამსხვრევს, მთელი რეგიონის დესტაბილიზებას ახდენს.

ვერ ვიტყვით, რომ უკრაინის მთავრობა საყვედურს არ იმსახურებს. ასე სულაც არ არის. ჩვენ ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებთ, რეფორმები ძალიან ნელა მიმდინარეობს - იმ სიჩქარით არა, როგორც საზოგადოებას სურს. მაგრამ ამ საკითხების დიდ ნაწილს მიხეილ სააკაშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს. (...) უკრაინის საზოგადოება არასოდეს იქნება რომელიმე პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური კლასის ნების მორჩილი. უკრაინის რეფორმები მეტ-ნაკლებად მაინც ხორციელდება და საბოლოოდ გატარდება კიდეც. უკრაინელები მეტად ვეღარ მოითმენენ ინერციას და „შიშველ“ კორუფციას.

და ასეთ ემოციურად დამუხტულ პერიოდში პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მოვალეობა ისაა, რომ მათ პასუხისმგებლობით იმოქმედონ. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ჩვენ ასე არასოდეს მოვქცეულვართ. ამასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ განგებ შევამციროთ უკრაინის ბოლო წლების მიღწევები და მისი მზადყოფნა სამომავლო საქმეების გასაკეთებლად. უკრაინას დღეს ჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებიც ამ ამოცანებს შეასრულებენ, რომლებიც შორსმჭვრეტელები იქნებიან, ანუ ისეთი პატრიოტები, რომლებიც მოსახლეობის სამსახურში ჩადგებიან და ქაოსს, დესტაბილიზებას არ გამოიწვევენ. მიხეილ სააკაშვილი კი ასეთ ლიდერად არ გამოდგება.


წყარო: «The Washington Times» (აშშ)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930