გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი : ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე

7-07-2021


მეორე საკითხი, რაც მე მინდა გამოვყო, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ჩვენს მეწარმეებს, ჩვენს ბიზნესმენებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ქართული ნაწარმი პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის უზარმაზარ ბაზარზე, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.



„ევროკავშირი უკვე წლებია გახდა ერთ-ერთი ტოპ სავაჭრო პარტნიორი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.
ჩვენი მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს, რომ ჩვენ, სრულად გამოვიყენოთ და ვისარგებლოთ ყველა იმ სიკეთეებით, რომელიც ჩვენ მოგვეცა ასოცირების ხელშეკრულებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროკომისარის ჩართულობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები და კომისარი დღეს გაგვაცნობს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.



„ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას და ვითარებას, როგორიც არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი შემდგომი დარეგულირების საკითხები. ევროკომისარს მე გავაცანი ჩემი ბოლო მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ჩართულობით, 15 სამხედრო იქნა გათავისუფლებული, ასევე სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს რუკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იყო, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით, რომ საქართველომ იტვირთა მედიატორის როლი, კონფლიქტის დარეგულირების საქმეში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930