7-07-2021
არანაირი ფაქტი ვანდალიზმის და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს, - ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსთაველზე, ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.
როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, მან პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში, სამართლის წინაშე წარსდგება.
„არანაირი ფაქტი ვანდალიზმის და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ პრემიერთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და მისგან გავიგე, რომ სრული ძალით მოხდება დასჯა, ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები სრული მასშტაბით და ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში, სამართლის წინაშე წარსდგება მთელი ძალით.
რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბარიზმი იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.