გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე გახარიაზე: სააკაშვილის პარტიასთან იდენტურ "მესიჯბოქსებს" cross-checking აღარ სჭირდება, საზოგადოებისათვის ყველაფერი დღესავით ნათელია

7-07-2021

ანალიტიკოსი გია ბაშიძე, სოციალურ ქსელში ,,ფაქტ-მეტრის” მიერ გახარიას განცხადებების შეჯამებას ეხმიანება და შესაბამის მასალას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ,,პრაიდთან” დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, თითქოს ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს ყველაფერი კეთდებოდა მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად, არის ტყუილი.

"ფაქტ-მეტრი" (factcheck.ge) „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (სერგი კაპანაძეა თანადამფუძნებელი) პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პერსონების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენას.

გაუთვითცნობიერებულმა მავანმა, რომ არ თქვას, ეს საიტი "ქართული ოცნების" მხარდამჭერიაო.

2021 წლის ივნისში, ამ პლატფორმამ გამოაქვეყნა "ვინ ავრცელებს გიორგი გახარიას მადისკრედიტირებელ და მხარდამჭერ გზავნილებს სოციალურ ქსელში". "ფაქტ-მეტრმა" ოპოზიციონერ გახარიასადმი კრიტიკული და მხარდამჭერი განცხადებების ნაწილობრივი შეჯამება გააკეთა.

იმის მიუხედავად, რომ 3 ივლისს, ამავე პლატფორმამ გახარია ამხილა ტყუილში - "ჩემს დროს ყველაფერს ვაკეთებდით მოქალაქეების დასაცავად [პრაიდთან დაკავშირებით]; ვერდიქტი: გიორგი გახარიას განცხადება არის ტყუილი" - დღეს, ექს-პრემიერმა, ყოფილმა შს მინისტრმა "ნაცების" ლექსიკით გვამცნო - უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები - ეს უუნარობის გამოხატულება იყო.

სააკაშვილის პარტიასთან იდენტურ "მესიჯბოქსებს" cross-checking აღარ სჭირდება, საზოგადოებისათვის ყველაფერი დღესავით ნათელია” - წერს facebook გვერდზე გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930