გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ხომ არ გგონიათ, ხალხს დაავიწყდა, რატომ და რა ვითარებაში გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან გახარია

7-07-2021

„უკაცრავად, ვისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იყო პანკისში ქვები, რომ დაუშინეს პოლიციას? ან მანამდე პოლიციის რამდენი თანამშრომელი გააგზავნეს მშენებლებისა და მშენებლობის დასაცავად? წინასწარ რა პრევენციული ზომები გაატარეთ? ვისი შსს მინისტრობის დროს იყო, რომ ნარკორეალიზატორების დაკავების ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ რუსთაველზე მიტინგი აზვირთდა და მერე შსს-ს მინისტრი სულ ბოდიშებს იხდიდა? „ - წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „გასაგებია, რომ ოპოზიციაში გადაბრძანდა ბატონი პრემიერყოფილი და უნდა, რომ კრიტიკული იყოს, მაგრამ იმას რასაც ის ამბობს, კრიტიკა არ გახლავთ, ამას სხვა რამე ჰქვია“

„ისე ვიღაცა, რომ ამბობს-სახელმწიფო ჩამოშლილია და ეს რა უსუსურობა ვნახეო-ცხადია ინტერესდები, ვინ ამბობს ამას...მაგრამ, როცა შეხედავ და ამოიკითხავ ამ განცხადების ავტორი გიორგი გახარია, კი არ გეცინება, უბრალოდ გაკვირვებულს ძალიან მარტივი კითხვები გიჩნდება:

უკაცრავად, ვისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იყო პანკისში ქვები, რომ დაუშინეს პოლიციას? ან მანამდე პოლიციის რამდენი თანამშრომელი გააგზავნეს მშენებლებისა და მშენებლობის დასაცავად? წინასწარ რა პრევენციული ზომები გაატარეთ? ვისი შსს მინისტრობის დროს იყო, რომ ნარკორეალიზატორების დაკავების ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ რუსთაველზე მიტინგი აზვირთდა და მერე შსს-ს მინისტრი სულ ბოდიშებს იხდიდა?

დაშვება და შემთხვევითობა ხომ მაგრად გიყვართ, და დაუშვათ მე არ ვაპირებ იმის გახსენებას თუ რატომ და რა ვითარებაში გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან გახარია, მაგრამ შემთხევიათ ხომ არ გგონიათ, რომ ხალხს დაავიწყდა ?

გასაგებია, რომ ოპოზიციაში გადაბრძანდა ბატონი პრემიერყოფილი და უნდა, რომ კრიტიკული იყოს, მაგრამ იმას რასაც ის ამბობს, კრიტიკა არ გახლავთ, ამას სხვა რამე ჰქვია! ეს სხვა რამე კი ასე სწრაფად შეუთვისებია, სხვა ოპოზიციონერებისგან, რომ ხანდახან მგონია დიდი ხანია მათთან ერთად იყო, თუნდაც შემთხვევით, მაგრამ ალბათ იყო...დაუშვათ, შემთხვევით, უსუსურად“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ის გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031