გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლების - ნინოწმინდისა და წყაროსთავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

9-07-2021

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ნინოწმინდისა და წყაროსთავის წყლის სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის. დღეის მდგომარეობით, სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოქმედი ჭაბურღილები რეაბილიტაციას საჭიროებს და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 11 ჭაბურღილისა და 7 რეზერვუარის რეაბილიტაცია. მოეწყობა: ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარი, წყლის შემკრები და სატუმბი სადგური, წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი. პროექტირება-მშენებლობას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 8,300,000 ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტირება 2022 წლის იანვარში, სამშენებლო სამუშაოები კი 2024 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ორივე სოფლის მოსახლეობა (2 600 ადამიანი) სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930