გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროფესიონალიზმი საარჩევნო ქაოსის წინააღმდეგ - ნუგზარ გრძელიშვილი

9-07-2021

ანალიტიკოსი, უსაფრთხოების ექსპერტს ნუგზარ გრძელიშვილს მიაჩნია, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციის დიდ ნაწილს შორის არსებული დაპირისპირებისა და უნდობლობის ვითარებაში დღეს თითქმის გამორიცხულია ცესკოს თავმჯდომარის 5 წლიანი ვადით არჩევისათვის აუცილებელი 100 პარლამენტარის ხმის შეგროვება.

გრძელისშვილის თქმით, “ნაცმოძრაობის” მიერ მართული ოპოზიციური ძალები ამ პოსტზე მხოლოდ საკუთარ პარტიულ კადრს (ისიც, ალბათ, არა ყველას), ან რომელიმე პრონაცური ენჯეოს წარმომადგენელს თუ დაუჭერენ მხარს.

ნუგზარ გრძელიშვილს მიაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში გამოსავალია უბრალო უმრავლესობით 6 თვის ვადით ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, რომელიც ფოკუსირებული იქნება მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებაზე და ამისათვის უნდა გააჩნდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება.

„სწორედ ასეთი, ე.წ. ტექნიკური ცესკოს თავმჯდომარის პოზიციისათვის შესაფერის კადრებად მიმაჩნია ის პირები, რომლებიც
პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე შეარჩია - ცესკოს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

ისინი, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებენ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას, მაგრამ ნამდვილად შეძლებენ, რომ სწორად მართონ საარჩევნო პროცესი.

მეორეს მხრივ, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ცესკოს თავმჯდომარედ მათი არჩევის შემთხვევაში, პრონაცური ოპოზიცია, არჩევნების წაგების შემდეგ, მათი ცეესკოში მუშაობის გამოცდილებას აუცილებლად გამოიყენებს მომავალი არჩევნების "გაყალბების" დამადასტურებელ ერთ-ერთ "არგუმენტად". ამის ნიშნები უკვე აშკარად ჩანს. ნაცების ლიდერები აშკარად აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ მათ კანდიდატურას, საიას ხელმძღვანელიც არ მალავს ამ ორგანიზაციის უარყოფით დამოკიდებულებას.


ასე რომ, ცესკოც და მმართველი პარტიაც დღეიდანვე უნდა ემზადოს არჩევნების შედეგების არაღიარებისა და რევოლუციური სცენარის კიდევ ერთი მცდელობისათვის, რაც პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს და დიდ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო და მდგრად განვითარებას“- ამბობს ნუგზარ გრძელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930