გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტში ტყის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება

9-07-2021

აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, ასოცირების ხელშეკრულებით და ტყის კოდექსით აღებული ვალდებულებები საპილოტე რეგიონებში განახორციელოს.

პროექტი მოიცავს საქართვლოს სამი რეგიონის - გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური).

„კლიმატის მწვანე ფონდის მიერ 2020 წლის ბოლოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობას გადმოეცემა 33 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო მხარდაჭერა. პარალელურად, გერმანიამ სამთავრობო დონეზე გამოხატა მზადყოფნა და თავის მხრივ საქართველოს დაეხმარება 10 მლნ. ევროს ოდენობის საგრანტო კომპონენტით და ასევე შვეიცარიის მთავრობა დამატებით 4 მლნ ევროს ოდენობის თანადაფინანსებას გამოყოფს იმისათვის, რომ სამ რეგიონში სრულად განხორციელდეს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პირველ რიგში მოიცავს ტყეების სრულ ინვენტარიზაციას, სატყეო-სამეურნეო და საქმიანი ეზოების მოწყობას. ასევე ხელი შეეწყობა ტყის ნარჩენების გადამუშავებას, რაც ალტერნატიული საწვავი საშუალებების განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს", - განაცხადა მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

პროექტის ხანგრძლივობა 7 წელია და დაყოფილია სამ კომპონენტად: „ტყის მდგრადი მართვა", „ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარება", „შემოსავლის წყაროები და ადგილობრივი თვითმმართველობა ტყის მართვაში".

პროექტის საერთო ბიუჯეტია 178 მლნ ევრომდე, რომლის თანადამფინანსებლები საქართველოსთან ერთად არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობები და რომელიც მოიცავს კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტს - 32,7 მლნ ევროს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930