გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რუსული პრესა: „ამფეტამინური მაიდანი“ რუსეთის წინააღმდეგ? თბილისში შექმნილი სიტუაციის გამოყენებას სააკაშვილიც შეეცადა

16-05-2018

რუსული გამოცემის, «Московский комсомолец»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება 12-13 მაისს თბილისში მომხდარ საპროტესტო აქციებს, გადმოცემულია ახალგაზრდების მღელვარების მიზეზები და შედეგები, საუბარია იმაზეც, თუ როგორ შეეცადა მიხეილ სააკაშვილი საპოტესტო აქციის თავის სასარგებლოდ გამოყენებას.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მარინა პერევოზკინას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

„თბილისი შაბათ-კვირას მღელვარებამ მოიცვა. ექსპერტებმა ახალი ქართული რევოლუციის შესახებაც კი დაიწყეს ლაპარაკი. თუმცა, თუ ის მართლაც მოხდება, მაშინ 2003 წლის მოვლენების პაროდია იქნება, რომლის დროსაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. პაროდია იმიტომ, რომ ახალი ქართული რევოლუციის მამოძრავებელი ძალები ერთობ სპეციფიკურ კონტინგენტს წარმოადგენენ - ისინი არიან ღამის კლუბების ხშირი სტუმრები, ნარკომანები და ნარკომოვაჭრეები.


გერმანელი ფილოსოფოსი გეორგ ჰეგელი ამბობდა, რომ ყველა ისტორიული მოვლენა ორჯერ მეორდება: პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ კი - როგორც ფარსი. ქართული რევოლუციის მიმართ შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს, მაგრამ აშკარაა, რომ ის ისეთი ისტორიული მოვლენა აღმოჩნდა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა არა მარტო საქართველოზე, არამედ მთელ კავკასიაზე. ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. მაგრამ ამჯერად თბილისში სულ სხვა რაღაც მოხდა“, - წერს ავტორი და მკითხველს ვრცლად აცნობს თბილისის ღამის კლუბებში პოლიციის რეიდის გარემოებებს, გაღიზიანებული ახალგაზრდების მიერ მოწყობილი აქციის დეტალებს პარლამენტის შენობის წინ.


სტატიაში განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა პარტია „გირჩის“ წარმომადგენლების, აგრეთვე მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტის ბექა წიქარიშვილის „პოლიტიზებულ“ განცხადებებს (სხვატა შორის, მან ღამის კლუბების მოწინააღმდეგეთა შორის „ანგაჟირებული პრორუსული რეგრესირებული ძალები“ დაასახელა).


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ქართველი ახალგაზრდების სხვა ნაწილის მიერ საწინააღმდეგო აქციის დაწყების გამო ხელისუფლება სიტუაციის განვითარების უარესი შემთხვევისათვის მოემზადა და პარლამენტის შენობის წინ წყლის ჭავლის ავტომანქანებიც მიიყვანა, თუმცა მისი გამოყენება საჭირო აღარ გახდა - სიტუაცია შინაგან საქმეტა მინისტრმა გიორგი გახარიამ განმუხტა, რომელიც ხელისუფლების სახელით აქციის მონაწილეებს ნარკოკანონმდებლობის გადახედვას დაპირდა და ახალგაზრდები, სამომავლო მოლაპარაკების იმედით, დაიშალნენ.


საინტერესოა, რომ თბილისური სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცადა საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ჰოლანდიიდან აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირა, პოლიციის რეიდს „თავდასხმა“ უწოდა და მოსახლეობას დაპირდა - როცა დავბრუნდები, პრეზიდენტობისას დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებო.


თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მართვა იმით დაიწყო, რომ ყველა ჩინოვნიკი დაავალდებულა ნარკოტიკებზე შემოწმება გაევლო, ბოლოს კი თვითონ პრეზიდენტიც ბევრჯერ ნახეს და გადაიღეს კიდეც საკმაოდ საინტერესო არაადექვატურ მდგომარეობაში მყოფი, ნარკოთრობის მსგავს სიტუაციაში მყოფი.

შემთხვევით „გამოხტა ბუჩქებიდან“ მიხეილ სააკაშვილი „ამფეტამინური მაიდნის“ ფონზე? ალბათ, შემთხვევით არ „გამომხტარა“, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზების მომხრე პარტია „გირჩში“ მიხო სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობის“ ბევრი ყოფილი წევრია გაერთიანებული. მიხოს მომხრეებისათვის ახლა ყველაზე მთავარია ხალხის ქუჩაში გაყვანა და, ბუნებრივია, მათთვის სიტუაციის არევა მისწრებაა. დღემდე „ფერადი რევოლუციები“ არჩევნების გაყალბების მიზეზით იწყებოდა, მაგრამ ამ მიზნისთვის რევოლუციონერებისათვის ყოველი საბაბი ხელსაყრელია, მათ შორის პოლიციის „მკაცრი“ დამოკიდებულება ნარკომანების მიმართ.


პროტესტისათვის აუცილებელი გარემო საქართველოში უხვადაა: მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, მასობრივი უმუშევრობა, რაც ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობისათვის ძალზე აქტუალურია, თუმცა მათი ნაწილისათვის მხოლოდ ადამიანის იმ „უფლებით“ შემოიფარგლება, რომ „გაიკეთოს და პრობლემები დაივიწყოს“.


გასულ წელს საქართველოში მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმეს - „გართობა-რეკრეაციის მიზნით“, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტშია მოცემული, თუმცა ფულადი ჯარიმები დარჩა. უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებისაკენ მოუწოდა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება „შეცდომად“ და „ჩავარდნად“ შეაფასა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930