გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«RFI» (საფრანგეთი): "ღამის კლუბი ის ადგილია სადაც შეგიძლია პარტნიორს აკოცო და მოეხვიო, სხვა მსგავსი ადგილები არ არის"

16-05-2018

ფრანგული რადიოსადგური «Radio France Internationale», თბილისში 12-13 მაისს გამართულ საპროტესტო აქციებს მასალას უძღვნის, რომლის შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:


თბილისში ათასობით ადამიანი გამოვიდა ღამის კლუბებში პოლიციის მიერ მოწყობილი რეიდის გასაპროტესტებლად და მკაცრი ანტინარკოტიკული პოლიტიკის წინააღმდეგ. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბოდიში მოუხადა პარლამენტის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს და დაპირდა, რომ ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა შეიცვლებოდა.


რატომ ცეკვავდა ათასობით ახალგაზრდა პარლამენტის წინ თბილისში? მაინც რას ითხოვდნენ ისინი და რატომ არიან მზად აქციის გასაგრძელებლად?

ჩვენ უშუალოდ აქციის მონაწილეებს გავესაუბრეთ.


გიგა გუგუტიშვილი, 27 წლის, იურისტი, მუშაობს განათლების სფეროში: „ჩვენ ღამის კლუბებში მოწყობილ რეიდებს ვაპროტესტებთ. მთავრობა აცხადებს, რომ ეს იყო ნარკოდილერების დასჭერად გამიზნული სპეცოპერაციაო, მაგრამ დილერები ამ ოპერაციამდე უფრო ადრე დაიჭირეს. ჩვენ ვთვლით, რომ პოლიციის რეიდი უპირველესად ძალის დემონტრირებას წარმოადგენდა. ჩვენ პროტესტს ნარკოდილერების დაკავების გამო არ ვაცხადებთ. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ. ჩვენი პროტესტი მიმართულია ხელისუფლების მხრიდან ძალის ჩვენების წინააღმდეგ - იმ ხელისუფლებისა, რომელიც ღამის კლუბებში პოლიციის სპეცრაზმს გზავნის გამოგონილი მიზეზით“.


ბექა გაბადაძე, 27 წლის, სოციალური აქტივისტი: „ჩვენი ღამის კლუბები ის ადგილებია, სადაც საკუთარ თავთან ხარ და იმავდროულად რაღაცის ნაწილსაც წარმოადგენ. იქ შეგიძლია მეგობრებთან იყო, პარტნიორთან ერთად, მას აკოცო და მოეხვიო. სხვა მსგავსი ადგილები არ არის, სადაც ერთად ყოფნა შეიძლება. და როცა პოლიცია ჩვენს კლუბებში შემოიჭრა, რომელიც პირადი სივრცეა, სწორედ ამიტომ გამოვედით აქციაზე. ჩვენ მომხრენი ვართ, რომ საქართველოს ანტინარკოტიკული პოლიტიკა შეიცვალოს. არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ნარკომომხმარებელი ციხეში აღმოჩნდეს. ასეთი პოლიტიკა რეპრესიულია და ამ დროს ადამიანი ყურადღების ცენტრში არ არის. ამგვარი პოლიტიკით ბევრი ადამიანი კვდება, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება არ შეუძლიათ, რადგან, უბრალოდ, დააპატიმრებენ. საქართველოს მეორე ადგილი უკავია ევროპაში ნარკოტიკების მოხმარების გამო სიკვდილით. ჩვენ სიცოცხლე გვსურს!“.


გიორგი ბოლოთაშვილი, 24 წლის: „ჩვენ კლუბ „ბასიანის“ ახლოს ვიყავით და პოლიციის მიერ ხალხის ცემა გავაპროტესტეთ, შემდეგ პარლამენტისაკენ წამოვედით. მართალია, ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ისე იქნება, როგორც ჩვენ ვითხოვთ. მაგრამ თან ისიც თქვეს, რომ ერთი კვირა დაგვჭირდებაო. ერთი კვირის შემდეგ, თუ ისე არ იქნება, როგორც მინისტრმი დაგვპირდა, აქცია კიდევ უფრო დიდი იქნება. ჩვენ, უბრალოდ, თავისუფლება გვსურს. ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც შიშისმომგვრელია. ჩვენ არ გვინდა ისეთი პოლიცია, რომლისაც გვეშინია. ჩვენ ხომ საბჭოთა კავშირში აღარ ვცხოვრობთ, უკვე თავისუფალი ადამიანები ვართ. არავის არ აქვს უფლება გვიბრძანოს, როგორ უნდა უნდა გავერთოთ. ჩვენ ნარკოტიკები კი არ გვკლავს, არამედ ჩვენი პოლიტიკა“.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930