გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, მნიშვნელობა არ აქვს მედიის წარმომადგენელია ის, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელია თუ არა, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში აქვს უფლება შეიკრიბოს და საკუთარი აზრი გამოხატოს

12-07-2021

მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრული კონტროლი სიტუაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, მნიშვნელობა არ აქვს მედიის წარმომადგენელია ის, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელია თუ არა, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.

„მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი. სახელმწიფოს და კანონის სახელით, ყველა დაისჯება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930