გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თვითმფრინავიდან გააძევეს

16-05-2018

ქალაქ რუსთავის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდა, თვითმფრინავიდან გამოაძევეს. მიზეზი კი მათი არაფხიზელი მდგომარეობა იყო. 

ავიაკომპანია "ლოტის" წარმომადგენელმა გამგზავრების უფლება არ მისცეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ონიანს, საკრებულოს წევრსა და მერიის თანამშრომელს.

თვითმფრინავიდან გაძევებულები ამბობენ, რომ ბორტგამცილებელს ერთ_ერთის სახის ფერი არ მოეწონა. 

"იმედის" ინფორმაციით, შემთხვევა 10 მაისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე თბილისი-ვარშავის რეისი მგზავრთა არასათანადოდ მოქცევის გამო შეჩერდა. ნახევარი საათის განმავლობაში ბორტგამცილებლები რუსთავის დელეგაციას თვითმფრინავის დატოვებას სთხოვდნენ, რადგან ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, არასათანადოდ იქცეოდნენ და საფრთხე ექმნებოდათ დანარჩენ მგზავრებს.

პოლონური ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოში აცხადებენ, რომ მგზავრებს უკიდურეს შემთხვევაში აძევებენ ხოლმე თვითმფრინავიდან და ასეთი ფაქტები იშვიათად ხდება. 

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი კი ამბობს, რომ თვითმფრინავში ასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ 50-50 გრამი ვისკი დალიეს.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728