13-07-2021
მიმდინარე წლის წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 212.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 21.3 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 887.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 324.6 მლნ. აშშ დოლარი (19.5 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2021 წლის იანვარ-ივნისში 2 437.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტი შეადგინა.