გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით კონკრეტული პოლიტიკური ძალები ქულების დაწერას და მასობრივი არეულობის ორგანიზებას ცდილობდნენ

15-07-2021

„ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით კონკრეტული პოლიტიკური ძალები პოლიტიკური ქულების დაწერას და ქვეყანაში მასობრივი არეულობის ორგანიზებას ცდილობდნენ“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მასობრივი არეულობის ორგანიზების მცდელობა, ეფუძნებოდა ზუსტად ამას, რომ ისინი ცდილობდნენ სპეკულირებას და იყენებდნენ გარდაცვლილ კოლეგას. მისივე თქმით, ეს აქცია ორგანიზებული იყო ნაცმოძრაობის მხრიდან.

„კონკრეტული მედიასაშუალებების პოლიტ-მენეჯერები, პარტიული მენეჯერები ცდილობდნენ გამოეყენებინათ გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილი იმისათვის, რომ მოეწყოთ არეულობის სცენარი, რაც ვერ მოახერხეს და ვერც მოახერხებენ. ეს მცდელობა უკვე არის აბსოლუტურად ამორალური“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. „დილით გაკეთდა განცხადება პრაიდთან დაკავშირებით. რისკები უკავშირდებოდა 5 საათს როცა უნდა დაწყებულიყო პრაიდი. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა გაფრთხილება, რომ იყო მომეტებული რისკები. სწორედ ამის გამო მოუწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა პრაიდის ორგანიზატორებს, იქნებ თავი შეეკავებინათ ამისგან, რაც იყო ძალიან კარგი საშუალება ძალადობის თავიდან არიდებისთვის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ დილის საათებში 3 200 კაცი იყო მობილიზებული თუმცა, იმ ვითარებაში რამდენად ჰქონდა პოლიციას ობიექტური შესაძლებლობა, თავიდან აღეკვეთა ძალადობა, ამასთან დაკავშირებით მინისტრს უნდა მოვუსმინოთ და დავსვათ კითხვები.

„რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა ობიექტური მიზეზი სამართალდამცავ ორგანოებს იმისათვის რომ ვერ მოეხერხებინათ უსაფრთხოების დაცვა კონკრეტულ შემთხვევაში, ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დეტალურად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მოახსენებს პარლამენტს და საზოგადოებას, როგორ წარიმართა, როგორ იყო გაშლილი შეკრება, რისკების დაზღვევის საშუალება და ა. შ. ყველაფერთან დაკავშირებით იქნება კითხვების დასმისა და პასუხების მიღების საშუალება. მოსმენა შეიძლება იყოს ამ კვირაშიც“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930