გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო

15-07-2021

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო.

ცესკოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილნი არიან გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე - თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები.

ცესკოს წევრობის კანდიდატურების მოსმენის შემდეგ, კომიტეტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს მოუსმენს.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ფრაქცია ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესი არ შეუწყობს ხელს მაღალი კონსესუსით - 2/3-ით ცესკოს კანდიდატურების არჩევას და საზოგადოებას ამ კომისიის მიმართ ნდობა არ ექნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31